კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს.
„ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული.
წელს, „ელისოს“ შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას: კარლოს რეიგადასი - მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.
აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. 2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი. სალომე კიკალეიშვილი - კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.
ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი“. 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.
ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი. 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.
ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი.
დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის, სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გა...
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სახელმ...
კომპანია PSP-ს ახალი ექსკლუზიური პარტნიორი - ფრ...
Mana press